თბილისში ლეიბების საწარმო შეიქმნება

426

სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს "Toma"-ს თბილისში, ქინძმარაულის ჩიხი #4-ში მდებარე 671 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი გნავითარების სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია ლეიბების საწარმოს შექმნის, რისთვისაც არანაკლებ 472 350 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და დაასაქმებს 30 ადამიანს.

შპს "Toma" ბაზარზე უკვე 7 წელია პოზიციონირებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ტენდერებში. პროგრამა „ააწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია შეძლებს წარმოების გაფართოვებას და უფრო მეტი პროდუქციის რეალიზებას.

Comments
Loading...