თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა

121

თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილბა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

მოქალაქეები შემცირებული ტარიფით 2019 წლის პირველი იანვრიდან ისარგებლებენ.

მოქმედი ტარიფი 46.153 თეთრს შეადგენს, 2019 წლის იანვრიდან კი “ყასტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები 46.139 თეთრს გადაიხდიან.

“ეს შემცირება გამოწვეული იყო ძირითადად ნორმატიული დანაკარგების ღირებულების შემცირებით. მომდევნო 1 წლის განმავლობაში ეს დანაკარგები შემცირდა და შესაბამისად ამ შემცირებამ გამოიწვია განაწილების ტარიფის შემცირება. თუმცა, გაიზარდა მიწოდების ტარიფი, ზრდა იყო 1.3 თეთრი, და შესაბამისად ამ ორმა კომპონენტმა ერთმანეთი დააბალანსა”, – განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

Comments
Loading...