თბილისში ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება

422

ახალ საფეიქრო საწარმს შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩის N81-ში გახსნის. კომპანია საწარმოში 3 872 268 ლარის ინვესტიციის განახორციელებას და პირველ ეტაპზე 24 ადამიანს დასაქმდებას გეგმავს. წარმოების გაფართოვებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს "ტიფლის ტექსტილს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კაიროს ქუჩაზე 9 492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა.

სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 231 პროექტია მხარდაჭერილია, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 512.01 მლნ ლარს შეადგენს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა – 280.35 მლნ ლარს, ხოლო დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 10,311 ადამიანს.

Comments
Loading...