თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

5

American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 

 ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. ჰოსპიტალი წარმოადგენს საერთაშორისო დონის, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ჩაანაცვლებს უცხოეთში მკურნალობის საჭიროებას და გახდება ამიერკავკასიის სამედიცინო სერვისების ჰაბი

 პროექტს გააჩნია ამბიციასაქართველოს და რეგიონის სამედიცინო რუკაზე შეიტანოს ცვლილება. კერძოდ, საქართველოში გაიხსნას პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი, რომელიც გაივლის Joint Commission International (JCI)ის სრულ აკრედიტაციასპროექტის განხორციელებისას, მაღალი ხარისხის აქტივები, სამედიცინო დანიშნულების დანადგარების ნაწილი დაფინანსდა თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და აწარმოე საქართველოსსუბსიდირების პროგრამით.

თიბისი ლიზინგი საქართველოში ჯანდაცვის მიმართულების აქტიური მხარდამჭერია, რაც სამედიცინო დანადგარების მთავარ მომწოდებლებთან პარტნიორობასა და გამარტივებულ დაფინანსებაში გამოიხატება

Comments
Loading...