თბილისი Mercedes-Benz Fashion Week-ის მე-6 სეზონს მასპინძლობს

316

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2-დან 6 ნოემბრის ჩათვლით თბილისში "Mercedes-Benz Fashion Week" შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

როგორც წინა სეზონებზე, ამჯერადაც "Mercedes-Benz Fashion week"-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია სააგენტო "აწარმოე საქართველოში", რომლის დახმარებით საქართველოს გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი შემსყიდველები (ე.წ. ბაიერები) ესტუმრებიან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Domus Academy Fashion School, Chalhoub Group, Lane Crawford, La Rinascente, British Fashion Council, The Store of Soho House Berlin და ა.შ.

უცხოელი მოდის კრიტიკოსებთან და ბაიერებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს ქართველ დიზაინერებს და ქართულ მოდას,  საპატიო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო მოდის რუკაზე. „Generation Now, Generation Next”- ამ სლოგანით 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს თბილისში 43 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს. გასული წელი მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. მათი სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ისეთმა მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორებიც არიან Lady Gaga, Katy Perry, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid და სხვა.

აღსანიშნავია, რომ "Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi"-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან მოდის კრიტიკოსები, ბაიერები, ცნობილი გამოცემის ჟურნალისტები და რედაქტორები ჩამოდიან: Elle, Vogue Usa, Vogue Italy, Vogue Japan, Grazia, I-D Magazine, Madame Figaro, Love Magazine, Forbes Usa, Conde Nast International და CR Fasjion Book.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები მუდამ სტუმრობენ, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის ფარგლებში, ქართველი დიაზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა: Farfetch და Modaoprandi.

Comments
Loading...