თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე სახელმწიფო ქონება იყიდება

578

ქალაქ თბილისში, რუსთაველის 28-ში მდებარე შენობაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მეოთხე სართულზე 729კვ.მ ფართს და მეხუთე სართულზე 1025,34 კვ.მ. ფართს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უძრავი ქონება მდებარეობს ოპერის მოპირდაპირე მხარეს და მიმზიდველია როგორც საოფისე, ასევე სხვა მრავალი დანიშნულებით გამოყენებისათვის. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულებზე

https://www.eauction.ge/Home/EntityView/384183 და

https://www.eauction.ge/Home/EntityView/384193.

Comments
Loading...