თბილისის საბავშვო ბაღების ექთნები ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადამზადნენ

414

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებულმა ექთნებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს  ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სასწავლო კურსი ეხებოდა პირველად ექიმამდელ დახმარებას  სხვადასხვა გადაუდებლი მდგომარეობების დროს, როგორიცაა გულის გაჩერება, სასუნტქი გზების დახშობა უცხო სხეულით, გულყრა, ანაფილაქსია, სისხლდენა, დამწვრობა, ტრამვები, კოლაფსი, ტკივილი.

კურსი ეფუძნება ამერიკის გულის ასოციაციის პროტოკოლებს.სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. 

ტრენინგის  მსვლელობისას ექთნები გაეცნენ ბავშვთა ახალი კლინიკის ინფრასტრუქტურას და თანამშრომლებს, მიიღეს ინფორმაცია კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ.

პიონერთა სასახლის სარკეებიან დარბაზში 180 ექთანს  სწავლების დამადაასტურებელი სერთიფიკატები ირაკლი ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკის  სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ,  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა გადასცეს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბაღებში დასაქმებული ექთნებს  ამ ტიპის სწავლება  არ ჩატარებიათ. არსებული კურსი ექტნებს გაუადვილებს  მათ შემდგომ საქმიანობას. კადრების კვალიფიკაციის ამაღლება კი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ტრენინგი ჩაატარა ირინა წირქვაძემ, რომელიც კომპანია "ევექსის" სასწავლო ცენტრის ტრენერია, ამავდროულად ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს ,იგი  ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის სერთიფიცირებული ტრენერია.

Comments
Loading...