თბილისის მეტროს 27 ახალი ვაგონი დაემატა, წლის ბოლომდე კიდევ 40 დაემატება და შეკეთდა 79 ვაგონი

5

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ანგარიში ჩააბარა. მისი თქმით, მერიის მთავარი მიზანი იყო ტრანსპორტის მოდერნიზება და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს იყო ძალიან დიდ რისკებთან დაკავშირებული, მაგრამ აუცილებელი თბილისისთვის.

“ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემები, თუმცა პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და გაჩნდა ქალაქში ავტობუსის ზოლები. ძნელია ადამიანებმა მოახერხონ კომფორტული გადაადგილება, თუ არ ექნება ავტობუსებს შესაბამისი ზონები. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ნელ-ნელა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება” – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.

„დღეს, საზოგადოებას ვაბარებთ მორიგ ანგარიშს – სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მიზანია, რომ მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებოდნენ ქალაქის ერთი ადგილიდან მეორე მიმართულებით. როდესაც ჩვენმა გუნდმა თბილისის მუნიციპალიტეტი ჩაიბარა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნები თავიდანვე მკაფიოდ გვქონდა გაცხადებული. ჩვენ გვსურდა, რომ თბილისში ფუნდამენტურად შეგვეცვალა აქამდე არსებული მიდგომები, განგვეხორციელებინა შესაბამისი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი რეფორმები წამოგვეწყო.

თბილისის მერის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქში კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მეტროპოლიტენთან დაკავშირებული რეფორმები.

თბილისის მეტროს დაემატა 27 ერთეული ვაგონი, რომელსაც წლის ბოლომდე კიდევ 40 ვაგონი დაემატება. კაპიტალურად შეკეთდა 79 ვაგონი, რასაც კიდევ 20 დაემატება

მოხდა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა. უპირატესობა მიენიჭა ქვეითებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ეკომეგობრულ ინდივიდუალურ სატრანსპორტო საშუალებებს;

მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. გამოიკვეთა თბილისის ძირითადი სატრანსპორტო დერეფნები.

გამზირებზე გაფართოვდა ტროტუარები.

დაიხაზა ბასლაინები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სწრაფად გადაადგილებისთვის.

გამოიყო ველობილიკები,

დამკვიდრდა გამზირების რეაბილიტაციის ახალი სტანდარტი;

Comments
Loading...