თბილისის მერი კვირაში ერთხელ ღია ბაზრობების მოწყობის ინიციატივით გამოდის

43

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კვირაშ ერთხელ თბილისის ყველა რაიონში ღია ბაზრობების ინიციატივით გამოდის. თბილისის მერმა ეს ინიციატივა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მაშინ წამოაყენა, როდესაც გარევაჭრობეის აკრძალვაზე საუბრობდა.

"მივმართოთ გამგეობებს, თუ არის ამის საშუალება და სურვილი, გამოყავით კონკრეტული ადგილი, კვირაში ერთი დღე, მოვუწყოთ ამ ადამიანებს შესაბამისი იფრასტრუქტურა, ცივილურად, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება, მობრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე მივცეთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების საშუალება", – აღნიშნა თბილისის მერმა.

Comments
Loading...