“თბილისის თამბაქო”: მომხრე ვართ, სტაჟიან შანტაჟისტსა და პროვოკატორ ფადი ასლის დაცვა დაენიშნოს

491

"სასამართლო დავების თემა, როგორც წესი, მაშინ გადააქვთ მედიაში, როცა სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და მოგების შანსი ნულია.  საერთაშორისო სავაჭრო პალატის   ხელმძღვანელი ფადი ასლი სტაჟიანი პროვოკატორია და კარგად იცის, რომ სასამართლო დავას  პერესპექტივა არ აქვს და შესაბამისად, ხმაურიანი განცხადებებით  საზოგადოების შეცდომაში შეყვანითა და სასამართლოს დაშანტაჟებით ცდილობს ქართული წარმოების გასანადგურებლად  საკუთარი და საკუთარი ორგანიზაციის წევრების საქმიანობა გადაფაროს", – აღნიშნულის შესახებ განცხადებას "თბილისის თამბაქო" ავრცელებს.

"იყო დრო, როცა მთავრობისა და ქვეყნის დაშანტაჟება მას კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ამჯერად, აშკარად აცდა რეალობას და გარემოს აღქმაში როლები აერია. თვითონ მტაცებელი და  ქართული წარმოების მნგრეველი  აქეთ გვდებს ბრალს ძარცვაში და გვამკობს ეპითეტებით, რომელიც მისი და მისი მეგობრების ქმედებებებს ზედმიწევნით ესადაგება -რეკეტი, დანაშაულებრივი აზროვნება, ბინძურად თამაში, სხვის ხარჯზე უკანონოდ ფულის გაკეთება,კორუფცია, სხვისი რეპუტაციის შემლახავი მედია კამპანიების წარმოება და შანტაჟი. 

ბატონი ასლი გვინდა დავამშვიდოთ, რადგან არ ვაპირებთ მისი მართლა ბინძური ხერხებით ვიხელმძღვანელოთ და რომც მოვინდომოთ, მაინც ვერ შევულახავთ იმას, რაც არ გააჩნია-რეპუტაციას. მისი ცილისმწამებლური და ჩვენი კომპანიის რეპუტაციის შემლახავი ქმედებები კი ნამდვილად გახდება სამართლებრივი რეაგირების საგანი. არც მათი დანაშაულებრივი საქმიანობა დარჩება დაფარული, ვინც დემპინგური ფასებით ცდილობას ეროვნული წარმოება გაანადგუროს და უკანონოდ ჯიბე გაისქელოს. 

ფადი ასლისა და მისი ამფოსნებისგან განსხვავებით, ჩვენ ვმოქმედებდით და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და   ჩვენი სამუშაო ადგილებისა და უფლებების დასაცავად სამართლებრივ სივრცელი გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ არათუ საქართველოში, არამედ ამ საქმეს მოვიგებთ ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ნებისმიერ სასამართლოში. მით უფრო, რომ ოპონენტი კომპანიების მიმართ ასეთი  უამრავი ფაქტი დამდგარა მსოფლიოში.

ამასთან, ვითვალისწინებთ რა, რომ საქმე გვაქვს სტაჟიან შანტაჟისთან, მივმართავთ ხელისუფლებას,  დაუნიშნოს დაცვა ფადი ასლის, რათა მისი მხრიდან პროვოკაცია გამოირიცხოს. ბოლო- ბოლო შეიძლება, მისივე შემოტანილი ქათმის ბარკალი გადაცდეს და ჩვენ დაგვაბრალოს. არ გაგიკვირდება, მკადრებელია", – აღნიშნულია სს "თბილისის თამბაქოს" განცხადებაში.

Comments
Loading...