“თბილისის თამბაქოს” იურისტი ფადი ასლის წინააღმდეგ

444

13 საათზე „პირველ“ პრესკლუბში სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქოს“ იურისტი გიგა კვერენჩხილაძე ბრიფინგს გამართავს.

თამბაქოს ქართული საწარმოს წარმომადგენელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ხელმძღვანელის ფადი ასლის იმ გამოხმაურებებს უპასუხებს, რომელიც მან „თბილისის თამბაქოს“ და სს „ფილიპ მორის საქართველო“-ს შორის მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით გააკეთა. ფადი ასლიმ პრესაში აღნიშნა, რომ  არ დაუშვებს უცხოურ ბიზნესებს ადგილობრივები ფულს ძალავდნენ. 

გიგა კვერენჩხილაძემ მედიას განუცხადა, რომ ფადი ასლი არაობიექტური და ტენდენციურია საკუთარ განცხადებებში და საერტაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის სტატუსს ბოროტად იყენებს, რადგან შეფასებებისას სრულ იგნორირებას უკეთებს იმ დადასტურებულ ფაქტს, რომ მიმდინარე დავის შემთხვევაში, სწორედ უცხოელი ბიზნესმენები არიან მიმტაცებლები 

კვერენჩხილაძე აანონსებს, რომ ბრიფინგზე ქრონოლოგიური სიზუსტით და დეტალურად წარმოადგენს მტკიცებულებებს, სტატისტიკას, უცხოური იმპორტიორი კომპანიების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად როგორ შემცირდა სიგარეტის ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების წილი.

კვერენჩხილაძე აცახდებს, რომ ანალოგიური დანაშაულებრივი სქემები მათ ოპონენტებს  მთელს მსოფლიოში აქვთ აპრობირებული და ყველგან, სადაც საკუთარი თავის პატივისმცემელი ხელისუფლებაა, ასეთი ქმედებებისთვის ეს კომპანიები ასეულობით მილიონი დოლარით არიან დაჯარიმებული. საქართველოს შემთხვევაში კი სასამართლოს, რომელმაც პირველი ინსტანციით ქართული წარმოების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა და შესაბამისად დააჯარიმა უცოური იმპორტიორი კომპანიები, მიკერძოებაში სდებს ბრალს და აშანტაჟებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი.

Comments
Loading...