თამთა შამათავა: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2014 წლიდან დღემდე 17 197 ხე-მცენარე გაყიდა

119

დმანისის გადარჩენის ფონდის ხელმძღვანელი  განცხადებას ავრცელებს. თამთა შამათავას თქმით,  ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, 2014 წლიდან დღემდე, აუქციონის წესით 17 197 ხე -მცენარე გაყიდა. მათი საერთო ჯამური რაოდენობა კი 24 015 ლარს შეადგენს.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, 2014 წლიდან დღემდე 17 197 ხე-მცენარე გაყიდა. ჯამური თანხა შეადგენს 24 015 ლარს. უნდა აღინიშნოს, რომ რეალური კონკურენციის და ინტერესის დროს, დმანისის გადარჩენის ფონდის წევრებმა, მხოლოდ ერთ ხეში გადავიხადთ 20 020 ლარი, მაშინ როცა წლების მანძილზე 17 000 ხე-მცენარე 24 000 ლარად გაყიდეს. უწყებაში განგვიმარტავენ, რომ ევკალიტპის ჯიშის ხის მასშტაბის ხე-მცენარე არადროს გაუტანიათ აუქციონზე.

თუმცა, ამ უპრეცედენტო ფაქტის მიუხედავად, მომსახურების სააგენტო გვთხოვს სტანდარტულად მოქმედებას და გვეუბნებიან, რომ პატარა ხის ნერგის მსგავსად   უნდა გავიტანოთ ასწლოვანი ევკალიპტი. მაშინ, როცა ასეთი პრაქტიკა არ ქონიათ. ამ ქვეყანაში ხეების მოთხრა და გადატანა უნდა დასრულდეს. ევკალიპტის ხე დგას ფერდობზე, მისი ამოთხრა გამოწივევს ეროზიულ პროცესებს და დიდ ზიანს მიაყენებს გარემოს. სააგენტო აცხადებს, რომ ყველა შესაძლო საფრთხეზე და  კანონდარღვევაზე პასუხისმგებელია შემძენი. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი საფიქრალია ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების დაკმაყოფილება. "დმანისის გადარჩენის ფონდმა" მოვახერხეთ ის, რომ ასწლოვან ხეს ე.წ დენდროპარკისკენ აღებული გეზი შევუცვალეთ. ხე ადგილზე დარჩება, ეს არის მკაფიო გზავნილი და მაგალითი, თუ რა შეუძლია საზოგაოდების ერთიანობას", – განაცხადა თამთა შამათავამ.

Comments
Loading...