თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზარდა

488

თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. ცვლილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შევიდა, რომელიც უკვე ძალაშია.

კერძოდ, აქციზის გადასახადი 1 კოლოფ ფილიტრიან სიგარეტზე 60 თეთრით გაიზარდა, აქციზის განაკვეთი 1.3 ლარის ნაცვლად 1.9 ლარია. 1 კოლოფ უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 0.3 ლარის ნაცვლად 0.6 ლარია; 1 ღერ სიგარაზე 1.3 ლარის ნაცვლად 1.9 ლარი; სიგარილებზე (წვრილი სიგარები) 20 ღერზე 1.5 ლარის ნაცვლად 2.2 ლარი; ყალიონით მოსაწევ თამბაქოზე 1კგ.ზე 25 ლარის ნაცვლად 35 ლარი; საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოზე კი, 1კგ.ზე 25 ლარის ნაცვლად 35 ლარი.

Comments
Loading...