თამარაშვილის N8-სთან მისასვლელ გზაზე ასფალტი იგება

6

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თამარაშვილის N8-სთან მისასვლელი დაზიანებული გზის საფარის აღდგენის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

ამ დროისთვის, ასფალტის მეორე ფენა იგება. მანამდე კი, ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდა.

საგზაო პროექტის შედეგად, 2 700-მდე კვ. მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 197 000 ლარია გამოყოფილი.

საგზაო პროექტს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.

გზის აღდგენის გარდა, უახლოეს მომავალში თამარაშვილის N8-ში მდებარე კორპუსის გადახურვის რეაბილიტაციის სამუშაო დაიწყება.

Comments
Loading...