ზურაბ გვასალია: გალარების პირველივე დღეს ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8%-მდე შეეხმიანა

632

17 იანვარს სესხების გალარების პროგრამა დაიწყო, რომელიც დაახლოებით 33,000-მდე სესხს შეეხება, ამ თანხის ლარში კონვერტაციისთვის კი ვადად 2 თვეა გათვალისწინებული. პროგრამის დაწყების პირველივე დღეს საქართველოს კომერციულ ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8 პროცენტამდე მიმართა, – ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიამ განაცხადა.

გვასალიას განცხადებით, პროგრამა მხოლოდ ერთი დღეა, რაც დაიწყო, ამდენად, ჯერჯერობით ნაადრევია პირველ შედეგებზე საუბარი.

“თუმცა აღნიშნული ინიციატივის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია. „გალარების პროგრამა მოსახლეობის ნაწილს სავალუტო რისკს მოუხსნის, რაც ასევე მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვისაც და ქვეყნისთვისაც”, – განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.

გალარების პროგრამის თანახმად, ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის, ეროვნული ბანკთან შეთანხმებით, მომხმარებელს მოხსნილი აქვს ყველა ხარჯი.

Comments
Loading...