ზედაზნის ტყეში ჯადოსნური მოკოლენდი იხსნება

364

2018 წლის 22 ივნისს, ზედაზნის ტყეში, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოკოლენდის ბილიკი იხსნება. პარკის მთავარი უპირატესობა დედაქალაქთან სიახლოვე და ამავდროულად, ის უნიკალური ფლორა და ფაუნაა, რომელიც ოჯახური განტვირთვისთვის, პიკნიკებისა თუ უბრალოდ მეგობრული თავშეყრებისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს.

შ.პ.ს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის შედeგად მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და მოინიშნა გეგმარებისა და მონიშვნის ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად. ბილიკის სიგრძე 4,4 კილომეტრია, რომელიც ზედაზნის ტყეს სოფელ შანქევანთან აკავშირებს. ზღვის დონიდან 1010 მეტრზე, მოეწყო საპიკნიკე და გასართობი სივრცე(ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი) სადაც პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და მათთვის საყვარელი მულტფილმის „მოკოლენდის“ გმირების თემატური პარკი უმასპინძლებს.

თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, თბილისის ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ფლორა წარმოდგენილია 675 სახეობის ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეული საფარით. ეროვნული პარკის ტყის საფარში ძირითადად გვხვდება – ქართული მუხის, წიფლის, რცხილის, ჩვეულებრივი იფნის, ჯაგრცხილისა და პანტის ტყის ეკოსისტემები.

ძუძუმწოვრებიდან კი, თბილისის ეროვნულ პარკში გავრცელებულია: მელა, მგელი, შველი, კურდღელი, ტყის კვერნა და სინდიოფალა. დიდი მტაცებლებიდან მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი ფოცხვერი და მურა დათვი. თბილისის ეროვნული პარკში შეხვდებით ორნითოფაუნის სხვადასხვა წარმომადგენლებს: ჩხიკვს, შაშვს და რამდენიმე სახის კოდალას. მტაცებელი ფრინველებიდან პარკში გავრცელებულია მიმინოს სახეობა.

ზაფხულის განმავლობაში, პარკის სტუმრებს ულევი მხიარულება ელით წინ, რაც, ყოველთვის წინასწარ დაანონსდება, თუმცა, თბილისის ეროვნულ პარკში, ლოკომოკოს ბილიკზე  მისვლა მსურველებს, მათთვის სასურველ ნებისმიერ დღესა და დროს შეეძლებათ,  უფრო სასიამოვნო დროსტარებისა და ჩართულობისთვის კი საინფორმაციო დაფებზე სახალისო, გონიერი და ოჯახური თამაშები იქნება განთავსებული. ტყე-პარკი მოკოლენდი – გონიერი და ღონიერი ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის.

Comments
Loading...