“ვნუკოვოს” აეროპორტმა დაყოვნების რეჟიმი გამოაცხადა და თანამშრომლების უდიდესი ნაწილი ნახევარ განაკვეთზე გადაიყვანა

7

მოსკოვის “ვნუკოვოს” აეროპორტმა დაყოვნების რეჟიმი გამოაცხადა და თანამშრომლებს ნახევარ განაკვეთზე მუშაობა შესთავაზა, ხოლო ახალი თანამშრომლების მიღება შეაჩერა, ამის შესახებ გაზეთი “იზვესტია” აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

2021 წელს “ვნუკოვო” 18 მილიონ მგზავრს მოემსახურა და სამგზავრო მიმოსვლის მხრივ, რუსულ აეროპორტებს შორის რიგით მეოთხე გახდა.

წყარომ თქვა, რომ ზოგიერთი თანამშრომელი ხუთის ნაცვლად უკვე კვირაში სამ ან ოთხ დღეს მუშაობს და მათი ხელფასი სამუშაო საათების პროპორციულად შემცირდა. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, აეროპორტის თანამშრომლებს მეტი თავისუფალი დრო და ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა აქვთ. ორმა წყარომ დასძინა, რომ აეროპორტის თანამშრომლების 30%-ზე მეტი შემცირებაში მოყვება. ერთ-ერთმა მათგანმა განმარტა, რომ ეს უსაფრთხოების ბადეა: თანამშრომლებს დაითხოვენ, თუ სამუშაოს მოცულობა კვლავ შემცირდება. თუმცა, თუ მაჩვენებლები ამჟამინდელ დონეზე დარჩება, კომპანიის მენეჯმენტი დაყოვნების რეჟიმს გაახანგრძლივებს და პერსონალს შეინარჩუნებს.

აეროპორტის ტოპ მენეჯერის თქმით, შემცირებები შესაძლოა შემოდგომაზე დაიწყოს, როცა აეროპორტები ზამთრის განრიგზე გადადიან და ფრენების რაოდენობა მცირდება.

“ვნუკოვოს” პრესსამსახურმა განმარტა, რომ “ვნუკოვოს” საავიაციო კომპლექსში ამჟამად დაახლოებით 6500 ადამიანი მუშაობს, ხოლო “ვნუკოვოს” საერთაშორისო აეროპორტში – დაახლოებით 3500 ადამიანი. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კადრების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

Comments
Loading...