ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს?

10

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მთავრობა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების საკითხზე მუშაობს, თუმცა გასული წლისგან განსხვავებით ამჯერად ის მიზნობრივი იქნება.

“ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ თუ ასეთი სუბსიდია მართლა იქნება, ის მიზნობრივი, კონკრეტულ ჯგუფებზე გაწერილი იქნება,” – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი რა ფორმით.

გასულ თვეში, აქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მიზნობრივ ჯგუფებზე კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება. ხოლო, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში, დენის ტარიფის სუბსიდირება არამიზანშეწონილად მიაჩნია.

შეგახსენებთ, კომუნალური გადასახადების სუბსიდიის გადაწყვეტილება მთავრობამ გასული წლის ნოემბერში მიიღო. გადაწყდა, რომ 4 თვის განმავლობაში – ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, კომუნალური გადასახადები დაიფარებოდა.

Comments
Loading...