ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური

12

პირველად საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) ჩატარდება. გაზაფხულის მიწურულს, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის.

კონკურსი თავისი მასშტაბითა და  საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში 50 წლიანი გამოცდილებით, მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ საინტერესოა ვინ იქნება ჟიური, რომელიც  წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებს. უკვე ცნობილია, რომ კონკურსს კომპეტენტური ჟიური ყავს, რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, ასევე ადგილობრივი  ქართველი ექსპერტები გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე.

პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

კონკურსი ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

 „მედალოსანი ღვინო წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ინგლისისა და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები გაზარდოს. ღვინის შეძენისას პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ განვითარებად ქვეყანას, როგორიც საქართველოა. მეღვინეებისთვის საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ ნიმუშების ტრანსპორტირება და გაგზავნის პროცედურები, რთული ბარიერია. ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. გარდა ამისა, შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს გამოცდილებას გაუზიარებენ,“ – აცხადებს ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ჟურის ხელმძღვანელი სარა ებოტი.

მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე.  რეგისტრაციისა და განცხადებების მიღების ბოლო თარიღია 7 ოქტომბერი.

IWSC-ის შესახებ:

IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე.  ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომებით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში.

ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.

კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება  გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.

Wine, spirits, knowledge, community. Since 1969.

Comments
Loading...