ვინ არის ნამახვანჰესის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე?

14

მიმდინარე წლის 12 მარტს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრისმა, ნათია თურნავამ ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პირობა მისცა რომ „ნამახვანჰესი“ ახალ, ქართველ დირექტორს მოიწვევდა. დაპირება შესრულდა და კომპანიაში გამოცდილი ქართველი მენეჯერი, მერაბ ლომინაძე დაინიშნა.

ვინ არის მერაბ ლომინაძე?

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგ გუნდის წარმომადგენელთა ნაწილმა თავდაპირველად ეჭვი შეიტანა ლომინაძის კომპეტენტურობაში და მას განათლება დაუწუნა. მოგვიანებით მათ მიერ გამოთქმული ეჭვები ლომინაძის წინააღმდეგ აგორებული, მადისკრედიტირებელი კამპანიის ნაწილი გახდა.

სანამ მერაბ ლომინაძის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას გადავავლებთ თვალს, უნდა აღვნიშნოთ, რომ  ის ცნობილი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწილის ილია ვეკუას შვილიშვილია, რომლის ნაშრომი „გარსთა თეორიაში“ საფუძვლად დაედო ენგურჰესის მშენებლობას. ამ  ნაშრომის შედეგები დღესაც გამოიყენება კაშხლების,  თაღოვანი ნაგებობების, ხიდების, საზღვაო, წყალქვეშა და საჰაერო ხომალდების მშენებლობას.

 

განათლება:

მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირებაშიკუცტაუნის პენსილვანიის უნივერსიტეტი

მაგისტრი საჯარო მმართველობაშიქართულამერიკული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;

მეცნიერებათა მაგისტრი საბანკო საქმესა და ფინანსებშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

იურისპრუდენციის მეცნიერებათა ბაკალავრითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

მეცნიერებათა ბაკალავრი საბანკო საქმესა და ფინანსებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

აღსანიშნავია რომ (Princeton Review-) მიხედვით კუცტაუნის პენსილვანიის უნივერსიტეტი NorthEast-ის (აშშში გეოგრაფიული რეგიონი, იგივე – East Coast) 2020 წლის საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა.

მოგვიანებით საზოგადოებრივი განხილვის საგანი მერაბ ლომინაძის სამუშაო გამოცდილებაც გახდა. „ენკასმოწინააღმდეგეებმა ლომინაძეს სფეროს არცოდნა დააბრალეს და მისი დისკრედიტაციის ახალი ტალღა წამოიწყეს, თუმცა არავის წარმოუდგენია ლომინაძის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავაწლიანი ისტორია. 

წინამდებარე დოკუმენტით გთავაზობთ ინფორმაციას ლომინაძის სამუშაო გამოცდილების შესახებ:

         ოპერაციების დირექტორიშპსჯორჯიან მანგანეზი

         ფინანსური დირექტორიშპსჯორჯიან მანგანეზი

         ფინანსური დირექტორი – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

         სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველისსმადნეული

         დირექტორისსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

         ინვესტიციების და პრივატიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელისსიპ სამეწარმეო მართვის სააგენტო

         მინისტრის მრჩეველი (პრივატიზაციის საკითხებში) – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

         კორპორატიული საბანკო საქმის განყოფილების უფროსიპროკრედიტ ბანკი საქართველო

         ბიზნესის განვითარების განყოფილების უფროსისაქართველოს ბანკი

         ბიზნესის განვითარების ოფიცერიკომერციის ბანკი (აშშ)

         ბიზნეს მრჩეველიმცირე ბიზნესის განვითარების ცენტრი (აშშ)

         ეკონომისტ/ანალიტიკოსისაქართველოს ბანკი

         ეკონომისტიაგროინდუსტრიული ბანკი

როგორც ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან ირკვევა მთელი ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ლომინაძეს უმნიშვნელოვანესი პროექტები ანდესროგორც კერძო ისე, სახელმწიფო უწყებებმა. ლომინაძე გარკვეული პერიოდი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მრჩევლის პოზიციასაც იკავებდა. ასევე, საგულისხმოა, რომ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის გამოცდილებაც.

Comments
Loading...