ვითიბი ბანკსა და შვეიცარიულ ფონდ BPN შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

15

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. დღეს, ვითიბი  ბანკსა და შვეიცარიულ ფონდ BPN-ს შორის, პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც  ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნეს კურსების დაფინანსებას ითვალისწინებს. კერძოდ, ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების შესწავლას. კურსის ხანგრძლივობა  3 წელია და იგი სრულად დაფინანსდება ვითიბი ბანკის და BPN -ის მიერ.

კონკურსის მთავარი კრიტერიუმია იყო ვითიბი ბანკის მომხმარებელი. პირველი 5 კანდიდატი შეირჩევა მარტივი და  გამჭირვალე კონკურსის მიხედვით, რომლის პირობები და სარეგისტრაციო ფორმა  განთავსდება ბანკის ვებ გვედზე VTB.GE.  

„ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ ჩვენი ახალი ინიციატივა  მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში.“  –  განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის სამმართველოს უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა. 

Comments
Loading...