ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

158

15 ივნისიდან ვითიბი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს საზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 5-წლამდე ვადით. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე (ეფექტური   საპროცენტო განაკვეთი 16,4%-დან – 17%-მდე). აქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააერთიანოს სესხები, შეიმციროს შენატანი და გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ.

აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე. სესხებზე საზაფხულო აქციის პირობები მოქმედებს  15 ივლისამდე.

Comments
Loading...