ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო

32

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე, ხოლო თავდების უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე თანხის აღება. სესხის მაქსიმალური ვადა 4 წელია. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

ვითიბიში სესხის აღება შესაძლებელი გამარტივებული წესით და შემოსავლების ადგილზევე დადასტურებით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან იწყება, ეფექტური 12,8%-დან.

აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000-ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...