ვითიბი ბანკმა ექსპრეს განვადებაზე აქცია დაიწყო

288

ვითიბი ბანკმა, წინასაახალწლო აქცია, ექსპრეს განვადებაზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100-დან 850 ლარამდე შენაძენზე საკომისიო 0%-ია, ხოლო 851-დან 5000 ლარამდე – 4,9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

850 ლარამდე  შენაძენის შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მაქსიმუმ 9.6%-ს შეადგენს.  851 ლარიდან შენაძენზე განაკვეთი 10.9%-დან  წყება. განვადების ვადა 24 თვემდეა.აქცია გაგრძელდება 15 იანვრის ჩათვლით.

Comments
Loading...