ვითიბი ბანკის საზაფხულო აქცია გაგრძელდა

344

ვითიბი ბანკის საზაფხულო აქცია გაგრძელდა ერთი თვით. საზაფხულო აქციის ფარგლებში შესაძლებელია სესხის აღება დაბალი საპროცენტო განაკვეთით და სამთვიანი საშეღავათო პერიოდით, რაც გულისხმობს, რომ სესხის გადახდას იწყებთ სამი თვის შემდეგ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

ამასთან ერთად ყველა მსესხებელს ვითიბი ბანკი საჩუქრად გადასცემს 3 თვის დაზღვევას. საზაფხულო აქციის პირობები ვრცელდება სამომხმარებლო, იპოთეკური, ავტო სესხებით და ექსპრეს განვადებით სარგებლობისას.

აქციის ფარგლებში განახლებული პირობები მოქმედებს სამომხმარებლო სესხებზე, მაქსიმალური თანხა შეადგენს 45000 ლარს, სესხის აღება შესაძლებელია ხუთ წლამდე ვადით.

Comments
Loading...