ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ნინა პერის პერსონალური გამოფენა – “მათი დრო” გაიმართება

249

დღეს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ქართველი მხატვრის, ნინა პერის ნამუშევრების გამოფენა იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

ექსპოზიცია წარმოადგენს პორტრეტების თემატურ სერიას, რომელიც ასახავს პირობით სახეებს: ინგლისის მეფის ჰენრი VIII და მის ცოლებს, ასევე თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს. გამოფენა აერთიანებს 15 ფერწერულ ტილოს, რომლებზეც მხატვარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

გამოფენა გაგრძელდება 29 მაისამდე. მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზირი 27;

Comments
Loading...