ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, დღეს, SPACEHALL-ში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება

253

17 ნოემბერს ნინო ქათამაძის და ჯგუფ Insight -ის კონცერტი  SPACEHALL- ში გაიმართება. მომღერალი მსმენელის წინაშე წარსდგება პროგრამით "ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს".

კლუბური ფორმატის კონცერტი მეტ შესაძლებლობას იძლევა იმპროვიზაციისთვის, ამასთან ერთად გაცილებით თავისუფალ გარემოს და მსმენელთან ინტერაქციის შესაძლებლობას ქმნის – განაცხადა ნინო ქათამაძემ.

ნინო ქათამაძის კონცერტი, ვითიბი ბანკისა და WORLD ELITE MASTERCARD -ის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება.

Comments
Loading...