ვითიბი ბანკის მხარდაჭერით თბილსიმარათონი გაიმართა

332

22 ოქტომბერს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა თბილისიმარათონი რომელშიც  2300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საქველმოქმედო გარბენში 600- მდე უცხოელმა,  ბავშებმა და მოზრდილებმა მიიღეს მონაწილეობა. მარათონი საქველმოქმედო იყო  და შემოსული თანხა "კასპის შშმ პირთა კავშირის" სოციალური საწარმოს მოწყობას მოხმარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

თბილისი მარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება.

ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება. ვითიბი ბანკი წელს პირველად გახდა თბილისიმარათონის პარტნიორი.

Comments
Loading...