ვითიბი ბანკის მხარდაჭერით თბილისში ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

366

2017 წელს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი 12-17 ივნისს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში 11 ივნისს   ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი ჩატარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

ჯამში, ევროპის ჩემპიონატი 6 დღის მანძილზე გასტანს და მასში მონაწილეობას, ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი, მიიღებს.

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება. ევროპის ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში გათამაშდება – დაშნაში, ხმალსა და რაპირაში.

ვითიბი ბანკი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის და ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია.

Comments
Loading...