ვითიბი ბანკის თასზე, საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

63

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 31 აგვისტოდან   2 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის იპოდრომზე გაიმართება   მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი – VTB CUP.  შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება – წინაღობათა გადალახვა. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

ტურნირში მონაწილეობას იღებს ათი მხედარი: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან. ფინალური ეტაპი 2 სექტემბერს გაიმართება.

ტურნირის ორგანიზატორია  საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, შეჯიბრის მხარდამჭერები თბილსის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000-ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...