ვითიბი ბანკისა და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება

40

ვითიბი ბანკი Jeep-ის მარკის 2018 წლის Grand Cherokee – ის შეძენის მსურველებს სთავაზობს აქციას, რომლის ფარგლებშიც მომხარებელს შეუძლია ჩააბაროს მის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი და მის ფასად მიიღოს შესაბამისი ფასდაკლება. ამის შესახებ ინფორმაციას “ვითიბი” ბანკი ავრცელებს.

აღნიშნული მოდელის, ვითიბი ბანკის ავტო სესხით შეძენის შემთხვევაში, ყველა მომხმარებელს საჩუქრად, 6 თვიანი დაზღვევა, 2 ადამიანზე ვიქენდი Rooms Hotel ყაზბეგში და ზამთრის საბურავები გადაეცემა.

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად საჭიროა თანამონაწილეობა 25%-ის ოდენობით, რომელსაც აკლდება ჩაბარებული ავტომობილის საფასური, სესხის მაქსიმალირი ვადაა 60 თვე.

ვითიბი ბანკისა და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება მოქმედებს 12 თებერვლამდე.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...