ვითბი ბანკის მხარდაჭერით, მთაში საცხენოსნო გარბენი გაიმართება

43

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში, გაიმართება უნიკალური ღონისძიება -საცხენოსო გარბენი მთაში. 6-დან 9 სექტემბრამდე გარბენის მონაწილეები, 4 დღის განმავლობაში გაივლიან 250 კილომეტრს, ქვემო ალვანიდან მცხეთის ჯვრის მონასტრამდე. გარბენის ორგანიზატორია ცხენოსანთა კლუბი "ზედაზენი". ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მხედრები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000-ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...