ვენესუელის სასამართლომ PDVSA-ისა და Citgo-ს დირექტორთა საბჭოს ახლადდანიშნული წევრები დაბლოკა

47

ვენესუელის უმაღლესმა სასამართლომ, ქვეყნის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-ის და მისი ამერიკული შვილობილი კომპანია Citgo-ს დირექტორთა საბჭოს ახლადდანიშნული წევრები დაბლოკა.

მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი დირექტორები დაინიშნენ საკანონმდებლო ორგანოების მიერ, რომელთა გადაწყვტილებას ნამდვილი არ არის და რომ ამის გამო ისინი პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემულნი ისეთი ქმედებების გამო, როგორიც არის უზურპაცია, დაგეგმილი დანაშაული, კორუფცია და ტერორიზმი.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს ახალი წევრების დანიშვნის შესახებ გადაწყვტილება 13 თებერვალს ვენესუელის ნაციონალურმა ასამბლეამ მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ დანიშნული დირექტორების წინააღმდეგ, რომელთა საშუალებითაც ქვეყნის პარლამენტისა და ოპოზიციის მეთაური ხუან გუაიდო შეეცადა, ხელში ჩაეგდო წყაროები, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში შემოსავალი შემოდის, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.

ვენესუელის მთავარმა პროკურორმა ტარეკ სააბმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ უვე დაიწყო გამოძიება PDVSA-ისა და Citgo-სთვის ახლადდანიშნული დირექტორთა საბჭოს წევრებზე. სასამართლომ მათ აგრეთვე აუკრძალა ქვეყნის დატოვება. მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკილია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათგან უმრავლესობა ახლა აშშ-ში იმყოფება.

იანვრის ბოლოს, აშშ-მა PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა და კომპანიას 7 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის აქტივები დაუბლოკა. ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ განაგრძონ ვენესუელისგან ნავთობის შესყიდვა, თუმცა თანხა უნდა გადაიგზავნოს დაბლოკილ ანგარიშზე. სანქციების გაუქმების პირობად კი თეთრმა სახლმა ვენესუელის ხელისუფლების ხუან გუაიდოსთვის გადაცემა დაასახელა.

Comments
Loading...