ვენესუელას სურს შექმნას სავაჭრო კავშირი, რომელსაც შეხება არ ექნება აშშ დოლართან

41

ვენესუელას იმედი აქვს, რომ შექმნის სავაჭრო ბლოკს, რომელშიც შევა ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ეს დაეხმარებოდა კარაკასს ნავთობის ანგარიშის არა აშშ დოლარში, არამედ სხვა ვალუტებში წარმოებაში

ნიკოლას მადუროს რეჟიმისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მას მერე, რაც ვაშინგტონმა ვენესუელური ნავთობკომპანია PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

“ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ერთი ეკონომიკა, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ იყოს დოლარის ეკონომიკის ნაწილი”, – განაცხადა ნავთობის მინისტრმა და PDVSA-ს პრეზიდენტმა მანუელ კევედომ.

მან აგრეთვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ კარაკასი მზად არის ინდოეთთან ბარტერული ვაჭრობისათვის, თუმცა დეტალები არ გაუმხელია.

კევედოს თქმით, მიუხედავად სანქციებისა, ვენესუელა აგრძელებს კლიენტებისთვის ნავთობის მიწოდებას.

ვაშინგტონმა PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები იანვრის ბოლოს დააწესა, რათა ზეწოლა მოეხდინა ნიკოლას მადუროს რეჟიმზე. ნავთობის აშშ-სთვის მიწოდება ხომ პრაქტიკულად ერთადერთი მყარი წყარო იყო ვენესუელის ვალუტისთვის. აშშ, კანადა, ლათინური ამერიკისა და ევროპის ბევრი ქვეყანა მხარს უჭერს ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს, რომელმაც თავი ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. ისინი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

Comments
Loading...