ვაშაძე: საქართველოში გვჭირდება სიახლეები, რათა შევქმნათ წარმატებული ქვეყნის მოდელი და არა სხვაგან

266

"ერთობა-ახალი საქათველოს" მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინდა და პარტიის ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, გუნდის მიზანი თბლისის ლიდერ ქალაქთა შორის შეყვანაა, ამისთვის კი ის ინოვაციებია საჭირო, რომელსაც ახალი თაობა ქმნის.

"ჩემი მთავარი მიზანი რის გამოც დავაყენე ჩემი კანდიდატურა და გადავწყვიტე თანაგუნდელებთან ერთად ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, არის არა ის რომ მერის სკამზე დავჯდე, არამედ ის რომ  ბევრი პროექტი, რომელზეც დღე და ღამე ვფიქრობ, რომელზეც გვისაუბრია, გვიმსჯელია განვახრციელო ამ ქალაქში და ამ ქალაქს მოვუტანო წარმატება.

მე მჯერა რომ 2021 წლის 12 აგვისტოს დიდგორობიდან 900 წლის თავზე, თბილისს შევიყვანთ ლიდერ ქალაქთა შორის. ჩვენი თანამემამულეები უამრავ ინოვაციას ქმნიან, მაგრამ იმიტომ რომ აქ არ არის განვითარების შესაძლებლობა, მათ უწევთ სხვა ქვეყნებში წასვლა და ის შექმნა. ჩვენ  აქ გვინდა ინოვაციები, თბილისში და საქართველოში გვინდა სიახლეები, საქართველოში უნდა შევქმნათ წარმატებული ქვეყნის მოდელი და არა სხვაგან", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments
Loading...