ვარლამ გოლეთიანი: მედიის მისამართით საზოგადეობაში არსებობს აგრესია

5

ვარლამ გოლეთიანმა გუშინ ფეისბუქ ლაივის დროს, შეაფასა 5 ივლისს თბილისში მედიაზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები. 

გოლეთიანის თქმით, იქიდან გამომდინარე რომ იგი ჩართულია პროცესებში, ხედავს საზოგადოების აგრესიას მედიის წინააღმდეგ. 

„როდესაც მედია ჩვენთან ხეობაში ჩამოდიოდა, აქ შეკრებილ ადამიანებს მათთან ქონდათ სერიოზული პრობლემები და ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, კონფლიქტის მოგვარებას – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი. 

მისი თქმით, რიონის ხეობაში პროტესტი დაიწყო ხუთი ადამიანით, რომელთაც არ ჰქონდათ არანაირი ცნობადობა და მათთვის მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაშიც ბუნებრივია მედია მხარდაჭრა ჭირდებოდათ. 

„ადგილზე მნიშვნელოვანი იყო მედიასთან კონფლიქტისგან თავის არიდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობდით ამ სივრცის დალაგებას და ჩვენ ეს მოვახერხეთ“ – გოლეთიანი. 

მისივე განცხადებით, თბილისში 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ, რიონის ხეობაშიც შეიქმნა საფრთხე და „რიონის ხეობის მცველებს“ თავიდან მოუწევთ მედიასთან ურთიერთობის დალაგება. 

წყარო: https://www.facebook.com/watch/live/?v=194731469164003&ref=watch_permalink 

Comments
Loading...