ვაჟა-ფშაველას I კვარტლის ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება

5

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყო გზის ახალი საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოები 600-მდე კვ. მ. ფართობს მოიცავს, პროექტის ღირებულება კი, დაახლოებით, 45 000 ლარს შეადგენს.

სულ, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 70-ზე მეტ მისამართზე მოწესრიგდა. პროექტების შესაბამისად, გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ გზის საფარი განახლდა სხვადასხვა ქუჩასა და შიდა ეზოებში. ჯამში, აღნიშნულ პერიოდში, 47 000-ზე მეტი კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 3 700 000-მდე ლარი დაიხარჯა.

Comments
Loading...