ვანო მაჭავარიანი: ეკონომიკაში ნორმალური ტენდენციებია, ეს ფაქტია

102

"ეკონომიკაში ნორმალური ტენდენციებია, ეს ფაქტია, ამაზე არ ვიდავოთ", – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ვანო მაჭავარიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ ის ეყრდნობა ივნისში სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

"დინამიკა არის კარგი, აქ ორი აზრი არ არსებობს, ფაქტებზე არ უნდა ვიდაოთ. ძალიან კარგია 5%-იანი ზრდა გვაქვს. საფუძველი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ წელიწადში იქნება უარესი ზრდა, ვიდრე იყო წინა წელს. წინა წელს ცუდი ზრდა არ იყო, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს გარე შოკები ძალიან მძიმედ დაატყდა რეგიონს", – აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ბიუჯეტი ზრდაზე ორიენტირებულია. ამასთან, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ მომავალში საგარეო ვალის ზრდა არ იგეგმება.

Comments
Loading...