ვაკის რაიონში, ჭილაიას ქუჩაზე ასფალტი იგება

10

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭილაიას ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების ბოლო ეტაპია. ტერიტორიაზე, სადაც არასდროს ყოფილა ასფალტი და მოსახლეობას გრუნტის გზაზე უწევდა გადაადგილება, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი და ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოები, პროექტის თანახმად, ჭილაიას, ასათიანის და კაპანელის ქუჩების 5500-მდე კვ. მ ფართობს მოიცავს. პროექტის ღირებულება 830 000 ლარს შეადგენს.

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...