ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქავთარაძის N34-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება სხვა ურბანული ავეჯი, ბილიკი ახალი ტექნოლოგიით მოეწყო, რაც მოედანზე წვიმის დროს წყლის დაგროვებას გამორიცხავს. დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.