ვაკის რაიონში სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები სრულდება

53

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ვაკის რაიონს 15 სკვერი და საბავშვო მოედანი შეემატა. პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 482 000 ლარია გამოყოფილი.

მცირე ზომის სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები პოლიტკოვსკაიას N38-ში, ქუთათელაძის N17-ში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-16 კორპუსის მიმდებარედ უკვე დასრულებულია.

სხვა მისამართებთან ერთად, სამუშაოების ბოლო ეტაპი სოფელ თხინვალაში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის I კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტლის XI კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო მოედნები ეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები, საპარკე სკამები და სანაგვე ურნებია განთავსებული, ასევე, მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა.

Comments
Loading...