ვაკის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. ამხანაგობების მომართვიანობის საფუძველზე, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო, მათ შორის სახურავების რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების მონტაჟი ხორციელდება. კერძოდ, გადახურვის განახლება დასრულდა არაყიშვილის N18-ში, წყნეთში, გაგრის N10-ში, ერისთავის N16-ში, ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ის N21 კორპუსში და ატენის N18-ში კი, სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი შეხვდა.

“ჩვენი და ამხანაგობების კომუნიკაცია მუდმივად აქტიურია, რის შედეგადაც ხორციელდება ისეთი პროექტები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ამ დროისთვის, დაფინანსებულია 15 წყალსაწრეტი მილის და სახურავების განახლების პროექტი, ზოგან სამუშაოები დასრულდა, ზოგან – მიმდინარეობს და ეს პროცესი გაგრძელდება”, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

სახურავების და წყალსაწრეტი მილების განახლბის პროექტების ჯამური ღირებულება – 173 616 ლარია.

Comments
Loading...