ვაკის რაიონში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

9

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის I კვარტლის N8-8ა კორპუსების მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

ტერიტორიაზე ურბანული ავეჯი განთავსდა, მოეწყო სარწყავი და განათების ქსელები. რბილ საფარზე ახალი საბავშვო-გასართობი ზონა შეიქმნა.

“დასრულდა კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი სურვილი იყო.

პატარებისთვის შემოღობილ ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა ატრაქციონები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

კეთილმოწყობილ გარემოში შეუძლიათ დასვენება ბავშვებსაც და უფროსებსაც“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ.

მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 12 დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაიგეგმა.

Comments
Loading...