ვაკის რაიონში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 100-მდე მისამართზე მოწესრიგდა

9

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამის მიმართულებაზე გამოყოფილი ბიუჯეტის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს, ამ დრომდე, გზების რეაბილიტაცია ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანის 100-მდე მისამართზე განხორციელდა.

ასფალტის ახალი საფარი და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა 37 815 კვ.მ ფართობზე მოეწყო. საგზაო სამუშაოების განხორციელებაში, ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრია“ ჩართული.

Comments
Loading...