ვაკის რაიონში მამასახლისოვის და მინდელის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს.

10

მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, მამასახლისოვის N5-ში მდებარე კორპუსის ოთხივე სადარბაზოს საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ერთ-ერთი სადარბაზო ხანძრის შედეგად დაზიანდა. პარალელურად, კორპუსის წინ საგზაო პროექტი ხორციელდება – ეწყობა ბორდიური და გზის საფუძველი მზადდება. საბოლოოდ კი, ეზოში 425 კვ. მ ფართობზე ასფალტი დაიგება. გარდა ამისა, მინდელის N5-ში საერთო სარგებლობის გარე კიბის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ასევე, ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე ხორციელდება და მისი ღირებულება 30 000 ლარია. სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

Comments
Loading...