ვაკის რაიონში იოსელიანი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

11

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად, გზის მოწყობა იოსელიანი-ნაფეტვრების დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, გზა 2000-მდე კვ. მ ფართობზე მოეწყობა. 

პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

გარდა ამისა, გზა განახლდა ნუცუბიძის ფერდობზე, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოეწყო გზის ახალი საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგო. რეაბილიტირებული გზის ფართობი, დაახლოებით, 3500 კვ. მ-ს შეადგენს.

გრუნტის გზა ასფალტით ასევე კაკლებში, გაზდელიანის ქუჩაზე ჩანაცვლდა, რის შედეგადაც გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.

გაზდელიანის ქუჩის ფართობი 3000-მდე კვ. მ-ს შეადგენს.

საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

Comments
Loading...