ვაკის რაიონში იოსელიანი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის მოწყობა დასრულების ეტაპზეა

11

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად, ასფალტის დაგება იოსელიანი-ნაფეტვრების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სრულდება.

სამუშაოების შედეგად, გზა 2000-მდე კვ. მ ფართობზე მოეწყო, რის შემდეგაც გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო. ნაფეტვრებში გზის მოწყობის პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

Comments
Loading...