ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

9

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, 1200 კვ. მ ფართობზე ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა ატრაქციონებით, მონტაჟდება სხვა საპარკე ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ბილიკი, სპორტული მოედნის საფუძველი და ღობე, ასევე, დამონტაჟდა ტრენაჟორები და განათების ბოძები. პროექტის დასკვნით ეტაპზე დაირგვება მცენარეები.

გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს გზების განახლება. დაზიანებული გზა ამჯერად, წყნეთში, საირმის ქუჩაზე მოწესრიგდა. სამუშაოების შედეგად, გზა, დაახლოებით, 3500 კვ. მ ფართობზე რეაბილიტირდა, მოეწყო გზის ახალი საფუძველი, ბეტონის ბორდიური და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ განახორციელა. სამუშაო პროცესს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...