ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N12, N18, N19, N35, N36 კორპუსების მიმდებარედ შიდა ეზოს განახლების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება. პროექტის შედეგად, გზის საფარი 1725 კვ. მ ფართობზე განახლდა. სამუშაოების ღირებულება 134 286 ლარს შეადგენს.