ვაკის რაიონში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა

3

დედამიწის დღის აღსანიშნავად ვაკის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა. კერძოდ კი, სხვადასხვა ჯიშის ხეები ვაჟა-ფშაველას I კვარტალში, რამიშვილის N2-ში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N16 კორპუსის მიმდებარედ და თამარაშვილის N10ა-ს სკვერში დაირგო.

აღნიშნულ ტერიტორიებზე სულ, 50-ზე მეტი ძირი ნუშის, ხურმის და ირმის რქის ხეები დაირგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატებმა ნოდარ ტურძელაძემ, გიორგი ბირბიჩაძემ და გამგეობის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

Comments
Loading...